ჰიუ ჯეკმანი და მისი შეყვარებული, სატონ ფოსტერი, ამ კვირაში კოსტა-რიკის სანაპიროზე რომანტიკული დასვენების დროს გადაიღეს. წყვილი სანაპიროზე ერთმანეთს ეხუტებოდა, იცინოდა და ოკეანის ტალღებით ერთად ტკბებოდა.
50 წლის ფოსტერს მუქი ლურჯი საცურაო კოსტიუმი ეცვა, ხოლო 57 წლის ჯეკმანი შავ-თეთრ შორტით გამოჩნდა.
„ძლივს გაიხარა ამ კაცმა“, „ბოლოს და ბოლოს იპოვა შესაფერისი ქალი“, – არ წყდება კომენტარები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მედიაში ჯეკმანის ექს-მეუღლის, დებორა ლი ფერნისის ვარაუდები გაჟღერდა. 70 წლის დებორა, რომელსაც ჯეკმანთან 27 წლიანი ქორწინება აკავშირებდა, თვლიდა, რომ მისი ექს-მეუღლისა და მის ახალი რჩეულის ურთიერთობა განწირული იყო კრახისთვის და ისინი ერთად დიდხანს არ იქნებოდნენ. როგორც ჩანს, ჯეკმანს ექს-მეუღლის წყევლა ასცდა.
„ველით ექს-ცოლის მორიგ წყევლას“ – ჰიუ ჯეკმანმა „ინსტაგრამზე“ საყვარელი ქალის ვიდეო გაავრცელა

