LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმები არველაძეების მიერ დაარსებული კომპანიის მოცვი ევროპის და აზიის ქვეყნებში გაიყიდება

444
169787621-208016410670177-1501572069449958287-n-2021-04-07_10-32-49_553101

გურიაში, სოფელ ლიხაურში მოყვანილი მოცვი ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება, მათ შორის, დუბაისა და ყატარში. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „ბლუბერი ფარმის“ თანადამფუძნებელს ეკა ვეფხვაძეს ესაუბრა. როგორც ვეფხვაძე ამბობს,  „ბლუბერი ფარმის“  მოცვი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება, ექსპორტზე კი უახლოეს პერიოდში გავა.

ეკა ვეფხვაძის ინფორმაციით, კომპანიამ “ბლუბერი ფარმი” გურიაში სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო, სადაც ლურჯი მოცვის ბაღებიდან მიღებული მოსავალი შეინახება.

ცნობისთვის, კომპანია „ბლუბერი ფარმი“ ძმები არველაძეების ბიზნესია. ბაღები გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში 27 ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა, სამომავლოდ კომპანია მოცვის ბაღების გაფართოებასაც გეგმავს.

ძმებმა არველაძეებმა ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g