LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მატჩის მოლოდინში – სალომე შარვაძე დორტმუნდიდან ძმებ არველეძეებთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

1288
სალომე შარვაძე

მსახიობი, სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს გერმანიაში, კერძოდ კი დორტმუნდში გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.

„ფეისბუქში“ გავრცელებულ ფოტოებში მსახიობი შვილთან, მართა არველაძესთან და ძმებ არველაძეებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

ფოტოებში ჩანს, რომ ისინი საუკეთესო განწყობით ელოდებიან დღეს საღამოს დაგეგმილ ისტორიულ მატჩს „სიგნალ იდუნა პარკზე“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს.

🇬🇪❤️✊🏼

Posted by Salome Sharvadze on სამშაბათი, 18 ივნისი, 2024

ცნობისთვის, ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ქინქლაძე: „სავსე ვარ სიამაყით და თქვენი შესაძლებლობების რწმენით, გახსოვდეთ, უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთი დღეს თქვენს კვალზე გაიარონ.. ითამაშეთ ვნებით, ითამაშეთ სიამაყით და დატოვეთ ყველაფერი მოედანზე. ერთად, როგორც ერთი ერი“

გოგა ჩანადირი საქართველოს ნაკრებს მიმართავს: „არავინ გთხოვთ ზედმეტს. ისედაც ბევრი გააკეთეთ. ახლა, უბრალოდ, თავი მაღლა ასწიეთ და გაილაღეთ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები