LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგჯერ მშობლის ბედნიერება სიტყვებში ვერ ეტევა, მართამ 100% იანი დაფინანსება მოიპოვა Bocconi University-ში. ამ წარმატების უკან დგას ბევრი შრომა, თავდადება და რწმენა“ – სალომე შარვაძე შვილის წარმატებაზე

252
სალომე შარვაძე

მსახიობ და ტელეწამყვან სალომე შარვაძის შვილი, LEAF-ის კურსდამთავრებული მართა არველაძე მომავალი წლიდან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში- Bocconi University ისწავლის.

მართამ სრული, 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა.

შვილის წარმატებაზე სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ზოგჯერ მშობლის ბედნიერება სიტყვებში ვერ ეტევა. მართამ 100% იანი დაფინანსება მოიპოვა Bocconi University-ში. ამ წარმატების უკან დგას ბევრი შრომა, თავდადება და რწმენა. უსაზღვროდ ვამაყობ შენით, დე!!!!

წინ ახალი შესაძლებლობები, საინტერესო გამოწვევები და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებია. მართა, მადლობა. შენ ხარ ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება!“, – წერს სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში.

„სრული 100% დაფინანსება Bocconi University-ში“ – მართა არველაძე მომავალი წლიდან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები