LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრული 100% დაფინანსება Bocconi University-ში“ – მართა არველაძე მომავალი წლიდან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლის

1341
მართა არველაძე

LEAF-ის კურსდამთავრებული მართა არველაძე მომავალი წლიდან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში- Bocconi University ისწავლის.

გოგონა სრული, 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მართა არველაძე მსახიობ სალომე შარვაძის ქალიშვილია.

„სრული 100% დაფინანსება Bocconi University-ში💥 LEAF-ის კურსდამთავრებული მართა არველაძე მომავალი წლიდან იტალიის და ზოგადად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლის, საერთაშორისო ეკონომიკის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე.

✨მართამ წარმატებით ჩააბარა ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში და ჯამში 119 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა:

🎓Bocconi University 51 000 EUR (100%)

🎓EDHEC Business School 23 900 EUR

🎓Catholic University 8 700 EUR

🎓Modul University Vienna 35 400 EUR

“საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრი საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ საერთაშორისო განათლება უფრო ფართო შესაძლებლობებს, მრავალფეროვან გამოცდილებასა და ძლიერ პროფესიულ კავშირებს მომცემდა. ბოკონის უნივერსიტეტი ჩემი საოცნებო უნივერსიტეტი იყო.

LEAF-მა დიდი დახმარება გამიწია უნივერსიტეტების შერჩევისა და განაცხადების მომზადების პროცესში, რამაც ყველაფერი ბევრად უფრო ორგანიზებული და მარტივი გახადა.

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აკადემიური ხარისხი, საერთაშორისო რეპუტაცია, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და ძლიერი პროფესიული ქსელი. სწორედ ამიტომ საბოლოოდ არჩევანი ბოკონის უნივერსიტეტზე შევაჩერე. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული მქონდა შეთავაზებები სხვა უნივერსიტეტებისგანაც, ბოკონის საერთაშორისო კავშირებმა, კარიერულმა შესაძლებლობებმა და სტუდენტურმა გარემომ ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება.

ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით ინტერესი სასკოლო ცხოვრებისა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის დროს ჩამომიყალიბდა. სკოლის პრეზიდენტობის პერიოდში გუნდების მართვა, პროექტების დაგეგმვა და პარტნიორებთან კომუნიკაცია მომიწია, რამაც დამანახა, რამდენად მაინტერესებს ლიდერობა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული პროცესები.

მილანში სწავლას დიდი მოლოდინებით ვიწყებ. ველოდები მაღალი დონის აკადემიურ გამოცდილებას, საერთაშორისო გარემოს და შესაძლებლობას, გავიზარდო როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. მინდა მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში საქართველოში დავაბრუნო და აქ გამოვიყენო,“ – ამბობს მართა არველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g