თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ძმობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგ ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.