LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძნელია ამ დროს სიტყვების მოძებნა…ჩვენი ხათო სკოლაში შემოსულ ყველა ადამიანს ღიმილით ეგებებოდა“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

1317
2026-03-12_00-51-16_964204

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო თანამშრომლის, ერთგული მეგობრისა და ძალიან კარგი ადამიანის, ხათუნა ჩიგოშვილის გარდაცვალების გამო…. ძნელია ამ დროს სიტყვების მოძებნა, როცა ახალგაზრდა, ენერგიულ, პოზიტიურ და საყვარელ ხათოზე ვწერთ.

საოცარია, როგორ ახერხებდა ყველასათვის თანაბარი ყურადღების განაწილებას და უზარმაზარი კოლექტივის, მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვებას.არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობდა, მისდამი სითბოთი და სიყვარულით არ განმსჭვალულიყო.

ჩვენი ხათო სკოლაში შემოსულ ყველა ადამიანს ღიმილით ეგებებოდა. ის ყველას უყვარდა. ხათო ძალიან დააკლდები სკოლას ,შენ ხომ ჩვენი დიდი იმედი და სკოლის ერთგული იყავი. ვუსამძიმრებთ ამ უდიდეს დანაკლისს მის ოჯახს, საყვარელ ქალიშვილს, მეგობრებსა და ახლობლებს. ხათო სულ გვემახსოვრები. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები