„ძნელია როცა კითხულობ როგორ გეგმავენ, საუბრობენ შენი შვილის მკვლელობაზე. თითქოს იქვე ფიქრობ, როგორც კინოს უყურებ და მოლოდინი გაქვს რაღაცა ცუდი რომ მოხდება და გინდა რომ არ მოხდეს“, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
ეკა კუპატაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა შვილის მკვლელობის შემზარავი ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა:
„ძნელია როცა კითხულობ როგორ გეგმავენ, საუბრობენ შენი შვილის მკვლელობაზე. თითქოს იქვე ფიქრობ, როგორც კინოს უყურებ და მოლოდინი გაქვს რაღაცა ცუდი რომ მოხდება და გინდა რომ არ მოხდეს.
ან წიგნს რომ კითხულობ და ასე ვკითხულობ როგორ საუბრობენ გიგას მკვლელობაზე და თითქოს იქვე ვეუბნები, გადაიფიქრეთ ბავშვებო რა, არ მოკლათ ბავშვებო… და მართლა მერე მოულოდნელად რაღაცას ვეძებდი, ვნახე შემთხვევით სურათი, სადაც ჩემი ზრუნვაში გაზრდილი შვილი არის გვამი თავისი ნომრით, ეს ძალიან ძნელია, თურმე იმაზე ძნელია, რეანიმაციაში რომ გხვდება ზეწარ გადაფარებული, გჯერათ?“ – ამბობს ეკა კუპატაძე.
@merimakodua ,,ძნელია როცა კითხულობ როგორ გეგმავენ, როგორ საუბრობენ შენი შვილის მკვლელობაზე და თითქოს იქვე ვეუბნევი რომ გადაიფიქრეთ რა ბავშვებო, არ მოკლათ რა ბავშვებო!…….”
♬ original sound – Merima Kodua
