LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძრავის გახურება საბჭოთა მითია – დაქოქეთ და წადით“

105

ქართველი ავტომრბოლელი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძეფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზამთარში ავტომობილის დაძვრამდე, ძრავს გახურება არ სჭირდება.

მევლუდ მელაძის თქმით, ეს საბჭოეთიდან გადმოყოლილი ჩვევაა. რეალურად კი თანამედროვე ავტომობილები ამას არ მოითხოვს.

მელაძე “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ ძრავს გათბობა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ავტომობილს ზედმეტი დატვირთვისთვის ვამზადებთ.

„ძრავს გათბობა სჭირდება მაშინ, როცა ზედატვირთვისთვის ვამზადებთ, მაგალითად, სწრაფად სიარულისთვის.

საბჭოეთის გადმონაშთია ძრავის გახურება. როდესაც მექანიკურად იყო მოწყობილი ეს სისტემა, უბრალოდ გათბობის გარეშე ცუდად მუშაობდა. უნდა გამოგვეწია მექანიკური მოწყობილობა, სხვანაირად „ჯიკაობით დადიოდა“

90-იანების შემდეგ, ყველა ავტომობილი მოწყობილია ელექტრონული ე.წ. პადცოსით. სპეციალური სარქველია, რომელიც ეხმარება, რომ კარგად იმუშავოს მანქანას გახურების გარეშე. შესაბამისად დაქოქეთ და წადით”, – განაცხადა მევლუდ მელაძემ “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

 

თამთა უთურგაშვილი

magti 5g