LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ საავტომობილო ბაზარზე ახალი სტარტაპი გამოჩნდა – ავტომფლობელები ფასდაკლებით ისარგებლებენ

384
105377351-664214041154133-8845269485747029287-n

თუ ავტომობილის მოვლაში ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვა გიწევთ, თქვენს პრობლემას „ქარდი“ მოაგვარებს. ეს არის სრულიან ინოვაციური სტარტაპი ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც ავტო-მოტო მფლობელებისთვის ფასდაკლების ბარათს წარმოადგენს.

როგორც სტარტაპის შემქმნელები აცხადებენ, „ქარდის“ შექმნის მთავარი მამოტივირებელი – პოსტკორონა პერიოდში მოსალოდნელი კრიზის თავიდან არიდებაა, აღნიშნულ სექტორში მომუშავე კომპანიებისათვის.

კომპანია „ქარდი“ აწარმოებს ფასდაკლების ბარათებს მძღოლებისთვის, ბარათი აერთიანებს 15 მიმართულების 150 კომპანიას. კომპანიების რიცხვი მუდმივად მზარდია და მიზანს წარმოადგენს წლის ბოლომდე 500-მდე კომპანიის გაერთიანება ერთ ბარათში, ხოლო ბარათების რეალიზების თვალსაზრისით, წლის ბოლომდე 300 000 ბარათის გაყიდვა იგეგმება.

„ბარათის მეშვეობით, ერთის მხრივ მომხმარებელი ზოგავს ყოველდღიურად სოლიდურ თანხებს, ასხავს ბენზინს, რეცხავს, ყიდულობს ნაწილებს, იღებს სერვისს, აზღვევს და ა.შ. ყველა ასეთ მომსახურებაზე კი იღებს სოლიდურ ფასდაკლებას. რაც შეეხებათ ორგანიზაციებს, ისინი ბარათის მეშვეობით იღებენ გაცილებით მეტ მომხმარებელს და ასევე უფასო კომუნიკაციის საშუალებას მათთან. „ქარდი“ არის ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა, რომელიც მოხმარებელსა და ორგანიზაციას ერთმანეთთან აკავშირებს“, – აცხადებენ „ქარდის“ შემქმნელები.

მათივე ინფორმაციით, იმ პირობებში როდესაც, პანდემიამ ძალიან დააზარალა დასაქმებული ადამიანები და კომპანიებს შემცირებისაკენ უბიძგა, „ქარდი“ პირველ ეტაპზე თბილისში 350 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ივლისიდან რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 50-50 კაციანი გუნდებით იქნება წარმოდგენილი.

„კომპანია „ქარდი“ წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ არ უნდა შევუშინდეთ გამოწვევებს, როგორ უნდა მოვერგოთ არსებულ რეალობას და ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ყველა გამოწვევა“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები