LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველ ხიბულამდე მისასვლელი გზა კეთდება

163
ხიბულა

ძველი ხიბულას ადმინისტრაციულ ერთეულში, საქანთარიოს უბანში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე შეკეთდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება.

ძველი ხიბულას ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე დაგეგმილია რამდენიმე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია: საქვარაიოს უბანში იგეგმება, 1.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, საღურწკაიო-საკონჯარიოს გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის და საღურცკაიო-ჭაქვინჯის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო ნარაზენი-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე  1.1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. 

მე გაგიკეთებთ, ბიუჯეტში ფული თუ არ იქნება - ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში ჩავიდა [ვიდეო]

"გაზიფიცირებაც დავუჩქაროთ, წყალიც დავუჩქაროთ, გზა გავუკეთოთ..."

შეგახსენებთ, 29 მარტს ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა და მოსახლეობას გაზიფიცირებას, გზის რეაბილიტაციასა და წყალგაყვანილობის გაკეთებას დაპირდა. ივანიშვილის თქმით, თუ ბიუჯეტში სახსრები არ მოიძებნებოდა, ამ პროექტებს თავად დააფინანსებდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ნახსენები რა ჯდება პროექტი და საიდან ფინანსდება ის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g