LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი და ახალი პრინცესები სამეფო ოჯახიდან (ფოტო)

571

დღეს მსოფლიო მედია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ორი გამორჩეული წევრის, ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის ურთიერთობაზე წერს. მათი ერთობლივი გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. დღეს კი მედია იხსენებს უახლოეს წარსულს, როდესაც მედიის ფავორიტები იყვნენ პრინცესა დაიანა და სარა ფერგიუსონი. პრინცების,  ჩარლზისა და ენდრიუს მეუღლეებს რეალურ ცხოვრებაშიც გადასარევი ურთიერთობა ჰქონდათ, ეს კი მათი ერთობლივი ფოტოებიდანაც ჩანს.

ორივე ქალბატონს სიყვარულის სევდიანი ისტორია აკავშირებდა. მათი ქორწინება სამეფო ტახტის მემკვიდრეებთან კრახით დასრულდა. საინტერესოა, რომ პრინცესა დიანა და სარა ფერგიუსონი ბავშვობიდან მეგობრობდნენ, სწორედ დაიანამ გააცნო პრინც ენდრიუს სარა ფერგიუსონი და ისინი მალევე დაქორწინდნენ. ქალბატონები ხშირად ჩნდებოდნენ ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და როგოც ახლა, მაშინაც მედია ბევრს წერდა მათ სტილსა და არჩევანზე. განსხვავებით ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლისგან, სარას და დაიანას პრობლემები ჰქონდათ დედოფალთან. ისინი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში არღვევდნენ სამეფო ეტიკეტს, რაც მათი კრიტიკის საფუძველი ხდებოდა. საკუთარ მემუარებში დაიანას წერდა, რომ მას ყოველთვის მოსწონდა ფერგის თავისუფლება და სურდა, რომ მას დამსგავსებოდა.

 

 

magti 5g