LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ჰოლივუდური ბრწყინვალება თანამედროვე ფრანგულ რივიერაზე – 64 წლის შერონ სტოუნი ალისფერი კაბით წითელ ხალიჩას იპყრობს

1598
Untitledhg

„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი, შერონ სტოუნი, „კანის 75-ე კინოფესტივალის“ ნამდვილი სენსაციაა. 64 წლის მსახიობის ყოველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულია. შერონი წელს მხოლოდ „დოლჩე და გაბანას“ ბრენდზე აკეთებს არჩევანს.

64 წლის შერონ სტოუნის მორიგი ტრიუმფალური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე 

მარადიული მშვენება – 64 წლის შერონ სტოუნი „დოლჩე და გაბანას“ ექსტრავაგანტურ კაბაში 

ამჯერად ფრანგულ რივიერაზე  ელვის პრესლის ბიოგრაფიული ფილმის, „ელვისის“ პრემიერა შედგა. შერონმაც გადაწყვიტა ძველი ჰოლივუდური გლამური შემოეტანა 2022 წლის „კანის ფესტივალზე“ და „დოლჩე და გაბანას“ ალისფერი, სხეულზე მომდგარი მბზინავი კაბა მოირგო, რომელსაც მზის სათვალე, წითელი „კლატჩი“ და ღია ფეხსაცმელი შეუხამა.

64 წლის დედოფალი – შერონ სტოუნის თვალწარმტაცი ფოტოსესია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები