LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ძველი კახეთი” ჩინეთში გაიყიდება

842

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის” მიერ წარმოებული კონიაკი ექსპორტზე ჩინეთში გაიგზავნა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, კონიანი ”ძველი კახეთი” ეცდება ჩინურ ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს.

”KTW-ს კონიაკი მცირე რაოდენობით ჩინეთში ექსპორტზე ადრეც გადიოდა. თუმცა, მაშინ ერთ კონტეინერში ღვინოსთან და ჭაჭასთან ერთად, რამდენიმე ბოთლ კონიაკს ვდებდით. ახლა კი ეს პროდუქცია ცალკე, მთლიანი კონტეინერით გადაიგზავნა. ეს არის საცდელი პარტია, თუმცა ვფიქრობთ, ჩინეთში ”ძველი კახეთი” მოეწონებათ და საექსპორტო ბოთლების რაოდენობას 2017 წელს გავზრდით”, – განმარტა ჩხაიძემ. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია KTW-მ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიტანა.

”ჩვენი მიზანია ქართულმა კონიაკმა ჩინურ ბაზარზე ფეხი მოიკიდოს, რისი პოტენციალიც პროდუქციას გააჩნია. ამას ხელს შეუწყობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს. საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლება ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის და მომხმარებლის მხრიდან მის მიმართ ინტერესიც გაიზრდება”, – განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის „კახური ტრადიციული მეღვინეობა” კონიაკის რამდენიმე სახეობას აწარმოებს, ესენია: ”ძველი კახეთი”, ”ლეგენდა თბილისი”, ”ივერია”, ”თბილისის საგანძური” და ”არაგვის გული”. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. ყველაზე დიდი რაოდენობით კი KTW-ს მიერ წარმოებული კონიაკი რუსეთსა და უკრაინაში იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g