LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სრულად გაითვალისწინებდა ჩვენს რეკომენდაციებს, სააკაშვილის მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა” – ზურაბ ჩხაიძე

150
BeFunky-collage - 2023-07-17T224635.061

თუ სრულად გაითვალისწინებდა ჩვენს რეკომენდაციებს, სააკაშვილის მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ინტერესებში არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა საყურადღებო რჩება. შესაბამისი კვლევებიდან გამომდინარე, თუ სრულად იქნებოდა გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაციები სამკურნალო კომპონენტში, არა მარტო მის მიერ, არამედ ოჯახის მიერ, რადგან როგორც მოგეხსენებათ საკვები ოჯახს შემოაქვს, მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

კობახიძე: „მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს“

ცნობისათვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამედიცინო ცენტს „ვივა მედში“, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეო გაავრცელა.

უწყების განცხადებით, ვიზიტის დროს, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“ – მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, აქედან გამომდინარე, „აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას“.

ამავე თემაზე:

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით – ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

პოლონელმა ექიმმა თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო – ნინო ნადირაძე

გიორგი ბარამიძე: პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია – თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს

ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ – ზურაბ ჩხაიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები