LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ძველით ახალი წლის” კონცერტი დისტანციურად გაიმართება

170
დჯჰალკჰდფ

13 იანვრის ღამეს, სატელევიზიო ეთერში ესტრადის ვარსკვლავების და ბენდების ჩართულობით, საახალწლო კონცერტი გაიმართება. საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს, ნიკოლოზ რაჭველისა და სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ნომრები. კომპოზიციების ახალი ვერსიები ნიკოლოზ რაჭველის, ბუკა კარტოზიას და რუსუდან მორჩილაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა.

ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. ასეთ ორკესტრთან მუშაობა ერთგვარი ფუფუნებაა. სხვათაშორის, მეც და რატი დურგლიშვილიც ისეთ სიმღერებს წარვადგენთ, რომელიც აქამდე არ გვიმღერია. მე შევასრულებ, რუსა მორჩილაძის უნიკალურს სიმღერას, ყველასათვის საყვარელ ჰიტს ”იები”, რომელსაც ნინო ქათამაძე შეუდარებლად ასრულებს. ვიმღერებ ”QUENTESSENCE – სთან ერთად, რისთვისაც მადლობას ბუკა კარტოზიას ვუხდი”. – აღნიშნა ”ფორტუნასთან საუბრისას, მომღერალმა მაკა ზამბახიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროქეტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ არტისტების მხარდასაჭერად, თბილისის მერიის ინიციატივით, ჯამში 6 სატელევიზიო კონცერტი და 2 ონლაინ პროექტი განხორციელდა, რომელშიც 500 – მდე შემსრულებელი იყო ჩართული. სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების საღამოები კოვიდ პანდემიის პირობებში რეგულაციების სრული დაცვით დაიგეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g