მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ მას სისხლი ესაჭიროება.
ანო მაისურაძე მოქალაქეებს მიმართავს და წერს, რომ მსურველებს სისხლის ჩაბარების შესაძლებლობა კავკასიის მედიცინის ცენტრში აქვთ:
„ძვირფასო ხალხო, ჩემს საყვარელ ბიძას ისევ ესაჭიროება სისხლი.
თუ ვინმე შეძლებთ დახმარებას, შეგიძლიათ მიხვიდეთ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ჩააბაროთ ნებისმიერი ჯგუფის სისხლი და ამის სანაცვლოდ ზურასთვის მოგვცემენ შესაბამისი ჯგუფის სისხლს.
უდიდესი მადლობა ყველას, ვინც შეძლებთ დახმარებას“, – წერს ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში.
ძვორფასო ხალხო, ჩემ საყვარელ ბიძას ისევ ესაჭიროება სისხლი. თუ ვინმე შეძლებთ დახმარებას, შეგიძლიათ მიხვიდეთ კავკასიის…
Posted by Anno Maisuradze on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024