LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი პროფესიონალურია – ვოლსკი

110

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონონპროექტი შესაბამისობაშია მთავარ მოთხოვნასთან, სტრუქტურა არ იყოს დამოკიდებული ორგანოებზე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

,,ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი პროფესიონალურია. ის შესაბამისობაშია მთავარ მოთხოვნასთან, რომ სტრუქტურა არ იყოს დამოკიდებული იმ სტრუქტურებზე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ანგარიშვალდებულება, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის, სასამართლოს, პროკურურის და რაც მთავარია პარლამენტის კონტროლი არის მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია ეროვნული უსაფრთხოების თემა. ოპოზიციის ამოცანა სხვა რამეში მდგომარეობს, რომ მივიღოთ დასუსტებული სტრუქტურა და რაც შეიძლება მეტი ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტი დღეს ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g