ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება.
როგორც“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სპეციალური ნორმები, სპეციალური სუბიექტი შემოდის, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება.მისი თქმით, საუბარი იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რაზეც საკმაოდ მკაცრი სანქციები იქნება გათვალისწინებული.
დეპუტატი ამბობს, რომ „გირგვლიანის შესწორებები“ სიმბოლური დასახელებაა და ცვლილებები მხოლოდ მსგავსი დანაშაულის ჩადენას არ შეეხება.
„საუბარია წინა რეჟიმის დროს დამკვიდრებულ სხვადასხვა სისტემურ დანაშაულზე და ეს მუხლი ასეთი დანაშაულების პრევენციას უზრუნველყოფს. მართალია, ამ კანონს უკუქცევითი ძალა ვერ ექნება და ის წინა ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლებზე ვერ გავრცელდება, თუმცა მას პრევენციის თვალსაზრისით ძალიან კარგი ეფექტი ექნება”, – განაცხადა მდინარაძემ