LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. კომენდანტის საათი სავარაუდოდ მოიხსნება, ყველა გზა აქეთ მიდის: თენგიზ ცერცვაძე

102
ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ღამით გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა სავარაუდოდ მოიხსნება, რადგან ყველა გზა აქეთ მიდის“.

მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოში მხოლოდ ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს.

„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ კომენდანტის საათიც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, თუმცა ის გაცილებით რბილი იქნება, რადგან სექტემბრის თვისთვის საქართველოში უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ის იქნება გაცილებით რბილი. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდგადატანილი გვეყოლება. ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი. მთლიანად ავიცილებთ თუ არა თავიდან მეოთხე ტალღას, ეს დამოკიდებულია ჩვენზე. თუ ზაფხულში გავუძლებთ და არ შევამცირებთ პირბადეების გამოყენებას, პირბადეების მასობრივი ხმარება იქნება, დიდი ალბათობით, მეოთხე ტალღა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის არ იქნება შესამჩნევი. ხოლო ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული. დარჩება ერთეული შემთხვევები, ერთეულ შემთხვევებს ვერ აღმოვფხვრით, რომელსაც კლინიკური სექტორი ისე იოლად გაუმკლავდება, რომ არ მოახდენს გავლენას ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები