LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან უქმდება

83
1585314098-5eb8ea993b729

მთავრობამ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა და იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის დილის 4 საათიდან მოიხსნებოდა.

„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11:00 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ კოვიდრეგულაციების ფარგლებში კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები