LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე „ფორმულას“ ფოტოგრაფი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს 

138
ing

ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვახო ქარელი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას მოითხოვს.

ფოტოგრაფი იმ სემინარს ესწრებოდა, რომელიც USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 ოქტომბერს ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g