LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ებოლას ეპიდემიამ გვინეაში 3 ადამიანი იმსხვერპლა – ჯანმო ვაქცინებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

95
FORTUNA.GE- (3)

გვინეაში ებოლას ეპიდემია ოფიციალურად გამოცხადდა.

2016 წლის შემდეგ, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები.

ქვეყნის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამ დროისთვის გარდაცვლილია სულ მცირე, სამი ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი ოთხამდეა გაზრდილი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი გვინეაში, ალფრედ ჯორჯ კი-ზერბო ამბობს, რომ ჯანმო მზადყოფნაშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის მწარმოებლებთან – მომარაგდეს ქვეყანა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საჭირო დოზებით და ხელი შეუშალონ ებლოას მასშტაბურ გავრცელებას.

ებოლას ვაქცინა პირველად 2015 წელს გამოიყენეს და მას ოთხი თვის განმავლობაში სცდიდნენ სხვადასხვა ჯგუფზე.

მოგვიანებით კი შეიქმნა პრეპარატები, რომლებიც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ეფექტიანია და ამცირებს გარდაცვალების მაჩვენებელს.

ებოლას ეპიდემიას 2011-2016 წლებში 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვირუსი ძირითადად გვინეასა და მის მეზობელ ქვეყნებში იყო გავრცელებული.

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო ებოლა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ვირუსების სიაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები