ებოლას გავრცელების საშიშროება და დაკეტილი საზღვრები – ქვეყნებმა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. საუბარია ამ შემთხვევაში რუანდაზე, სადაც კონგოს მოქალაქეები ვეღარ შევლენ.
ებოლას ვირუსის აფეთქებამ ბოლო მონაცემებით, უკვე 2700–ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ყველაზე მეტი შემთხვევა კი სწორედ კონგოში დაფიქსირდა.
BBC წერს, რომ არსებობს ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დაავადებას 99%–ით ებრძვის, თუმცა მხოლოდ 161 ათასი ადამიანია აცრილი. ბრიტანული მედიის ცნობით, ბევრი მათგანი ვაქცინაზე უარს ამბობს.
ებოლა ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მოულოდნელი სიცხე, სისუსტე, კუნთების ტკივილი და ყელის სიმშრალე. დაავადება პირდაპირი კონტაქტის გზით გადადის.