LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD ჩურჩხელის შესახებ წერს

147
1111

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჯანსაღი ქართული ტკბილეულის – ჩურჩხელის შესახებ წერს:

„ჩურჩხელა ყურძნის წვენის, ნიგვზის/თხილის და ფქვილისგან მზადდება და ის საახალწლო და საშობაო სუფრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტში იპოვით,”- წერს EBRD.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ჩურჩხელის მწარმოებლებს შორის ქართული ბაზრის ლიდერად „ბადაგს“ ასახელებს, რომელიც ჩურჩხელის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულს კახელი ფერმერებისგან ყიდულობს.

„ბადაგმა“ სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტის ჩართულობით შეძლო წარმოების ხაზის განვითარება, ახალი კადრების აყვანა და ახალი ფილიალების გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g