LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD დუშეთში პარკის მშენებლობას აფინანსებს

108

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს.

უწყების ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, დუშეთის მოსახლეობისთვის დასასვენებელი პარკი მოეწყობა და 9 თვის განმავლობაში ათობით ადგილობრივი მოსახლე იქნება დასაქმებული. მათივე ინფორმაციით, დუშეთის პარკის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. ამასთან, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებსა და მისი ღირებულება 2 252 993 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g