LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს გაზრდის

36

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. როგორც EBRD-ის რეგიონულმა დირექტორის ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, ეკონომიკური ზრდის კონკრეტული ციფრი მომავალ კვირას, ლონდონში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასახელდება.

როგორც მან აღნიშნა, უკვე ცნობილია, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი რამდენიმე თვის წინ დასახელებულ  2,6%-ზე მაღალი იქნება.

”საქართველოს აქვს შანსი მოიზიდოს მნიშვნელოვანი დაფინანსება, რადგანაც ევრობანკი წელს უპრეცედენტო რაოდენობის პროექტების განხორციელებას გეგმავს” – განაცხადა ბალვანერამ.

საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g