LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოშია- ჩაკრაბარტი ინვესტორთა საბჭოს დაესწრება

43

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან. გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში. აღნიშნული არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ის აღნიშნული საბჭოს მხარდამჭერია, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, რომლის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე EBRD-ის დაფინანსება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 მილიარდ ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები