LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD საპენსიო რეფორმაზე: არის საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს

91

არის გარკვეული საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპენსიო რეფორმის საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, EBRD ამ პროცესში ძირითადად უფრო დამკვირვებლის სტატუსშია. „მოგეხსენებათ, საკმაოდ ფართო დებატები იყო ამ თემასთან დაკავშირებით. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, მაგრამ EBRD ძირითადად უფრო დამკვირვებლის სტატუსშია ამ პროცესში და არა აქტიური რეკომენდაციების გაწევის სტატუსში. კარგია ის, რომ კერძო სექტორია ჩართული ამ ინივიტივაში და მასთან ერთად განიხილება საპენსიო სქემის საკითხები“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

როგორც ცნობილია, დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა გუშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

თავს მხრივ საპენსიო რეფორმაზე დღეს კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც. ”ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ კანონს, რომელიც იქნება ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ მომავალში ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული სიბერე”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო შენიშვნების გაცნობა, რადგან გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.

“დღეს მექნება შენიშვნების გაცნობის შესაძლებლობა და შესაბამისად, ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავაკეთებთ კომენტარს. მოგეხსენებათ, რომ სასესიო სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტი გავა. იმედი მაქვს, რომ წამყვანი კომიტეტი, როგორიცაა ჯანდაცვის კომიტეტი, მხარს დაუჭერს საპენსიო რეფორმას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო განხილვებისას ჩვენ კერძო სექტორთან, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო წრეებთან ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გავაკეთეთ კანონის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ კანონს, რომელიც იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და იქნება ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ მომავალში ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული სიბერე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g