LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტს დააფინანსებს

94
43271DB8-4984-45A0-87A2-360731D6B027-w1200-r1

“ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი” საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი – ტვიში – ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს.

აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და “ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს” (EBRD) შორის შედგა. შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე, რომელშიც EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ბანკის მმართველი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონე, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ EBRD-ი საქართველოს მთავრობასთან პოსტკრიზისულ პერიოდშიც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული მიმდინარე ერთობლივი პროექტები კი შეუფერხებლად განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g