„გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში, მაშინ თავად მოვა ძალაუფლებაც და ქონებაც” – რუპერტ მერდოკი
„არასდროს დანებდე და აუცილებლად ნახავ, როგორ ნებდებიან სხვები!“ – მარგარეტ ტეტჩერი
„მაშინ ბერდები, როცა სწავლაზე უარს ამბობ, რადგან მხოლოდ ის ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ვინც მუდმივად ცოდნას იძენს“ – ჰენრი ფორდი
„გაიღიმე! შენი პრობლემები არავის აწუხებს!“ – ჯიმ ქერი.
„ყოველთვის იქ ვძლიერდებით, სადაც ვიმტვრევით!“ – ერნესტ ჰემინგუეი.
„ეცადე, ყოველი მარცხი აქციო შესაძლებლობად“ – ჯონ როკფელერი
„უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ წინსვლა ყოველთვის შეიძლება!“ – პაოლო კოელიო
,,ნებისმიერი წარმატების საწყისი წერტილი სურვილია.“ – ნაპოლეონ ჰილი.
„ნუ გაიყიდებით იაფად, თქვენ ხომ უნიკალურები ხართ!“ – ბარაკ ობამა
,,ვინც არ აშენებს, ის ყოველთვის ანგრევს – ასეთია სამყაროს კანონზომიერება და ვერაფერი შეცვლის“ – რეი ბრედბერი
,,მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ბევრი ადამიანი შეგხვდება, ნურავის აწყენინებ, რადგან სიმაღლიდან ვარდნისას კიდევ ერთხელ მოგიწევს მათთან შეხვედრა” – ოზი ოზბორნი
,,მიჰყევით ლოგიკას და არა წესებს – ნებისმიერი წარმატება, წესების ავლით, ლოგიკურ აზროვნებაზე მოდის” – ილონ მასკი
,,ჩვენ ყველა ოცნების ასრულება შეგვიძლია, თუ მიზნამდე მისასვლელად გამბედაობა გვეყოფა“ – უოლტ დისნეი.
„მაშინაც კი, როდესაც ჯოჯოხეთის გავლა გიწევთ, სვლა განაგრძეთ!“ – უინსტონ ჩერჩილი.
„წარმატება უიღბლობიდან უიღბლობამდე ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე სვლაა.“ – უინსტონ ჩერჩილი.
„შესაძლებლობები არ არსებობს, მათ თქვენ ქმნით.“ – კრის გროსერი.
„ლიდერს მიმდევართაგან ინოვაციურობა გამოარჩევს.“ – სტივ ჯობსი.
„როგორც კი იგრძნობთ, რომ უმრავლესობის მხარეს ხართ, შეჩერდით და დაფიქრდით!“ – მარკ ტვენი.
„გჯეროდეს, რომ შეგიძლია და ნახევარი გზა უკვე გავლილია”.
თეოდორ რუზველტი
„არ არსებობს წამალი, რომელიც იმას უმკურნალებს, რისი განკურნებაც ბედნიერებას შეუძლია” – გაბრიელ გარსია მარკესი