LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვი მეპარება ავთენტურობაში, შესაბამისი გამოძიება უნდა ჩატარდეს: გახარია “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე

72
გიორგი-გახარია-26

პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამბობს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს.

გახარიას თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს რაზეა საუბარია და ჩანაწერების ავთენტურობაში დიდი ეჭვი ეპარება:

“რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარია, დიდი ეჭვი მეპარება ავთენტურობაში. პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და სახელმწიფოს გასაკეთებელია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს, მანამდე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია.” – თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მის ხელში მოხვედრილი ჩანაწერები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართულნი. “მთავარი არხის” ინფორმაციითვე, ჩანაწერები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს არის გაკეთებული.

“მთავარი არხის” ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებს გუშინ გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. უწყების მიმართვაში წერია, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები