„ჰარის პოტერის“ გულშემატკივრებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა ახალი პოსტერის გამოჩენა სპინ-ოფიდან Fantastic Beasts and Where to Find Them, რომლის სცენარის ავტორიც თავად ჯოან როულინგია. ამ ფილმის პირველი ნაწილი ეკრანებზე 2016 წელს გამოვა. იქამდე კი, გამოცემა Entertainment Weekly-მ სპინ-ოფის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. ამჯერად პოსტერის გულშემატკივრებმა უკვე იციან, როგორ გამოიყურება მაგიური ზოოლოგი, ნიუტ სკამანდერი, რიომლის როლსაც ოსკაროსანი ედი რედმეინი ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული საგის სპინ-ოფის გადაღებებზე ინფორმაცია 2015 წელს გავრცელდა. ისტორია ნიუტ სკამანდერის გარშემო ვითარდება, ჰარი პოტერის დაბადებიდან 70 წლით ადრე. თავად მოვლენების ეპიცენეტრი კი, ნიუ-ორკია.