LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰარი პოტერის დაბრუნება 20 წლის შემდეგ“ – პირველი პოსტერი ახალი ფილმიდან

859
wizardingworld

სთრიმინგ სერვერი HBO Max „ჰარი პოტერის“ შესახებ გადაღებული ახალი ფილმიდან პირველ პოსტერს ავრცელებს. პოსტერზე ჩანან ჩვენთვის საყვარელი გმირები და მსახიობები, რომელთა ეკრანზე დაბრუნებას დიდი ხანია ველით.

ახალი ეპიზოდის გამოსვლა „ჰარი პოტერის“ შესახებ გადაღებული პირველი ფილმის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ფილმში მსახიობები, ფილმის შემოქმედებითი გუნდის წევრები იმ ისტორიებს მოჰყვებიან, რომლებიც მათ სხვადასხვა წლებში, გადასაღებ მოედანზე გადახდათ.

ცნობისთვის, რომ ჯოან როულინგი ფილში არ გამოჩნდება, იქნება მხოლოდ საარქივო კადრები. ახალ სპეც-ეპიზოდში მონაწილეობას მიიღებენ ჰელენა ბონემ კარტერი, რალფ ფაინსი, ჯეისონ აიზეკი, გერი ოლდმანი და სხვები… ახალი ეპიზოდის სახელწოდებაა „პარი პოტერი: ჰოგვორტსში დაბრუნება“ და მისი პრემიერა 1-ელ იანვარსა დაგეგმილი.

წლის კადრი – პირველი ფოტო „ჰარი პოტერის“ სპეც-ეპიზოდიდან

დიდი დაბრუნება – ფილმში „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ სამივე მსახიობი ითამაშებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები