LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის კადრი – პირველი ფოტო „ჰარი პოტერის“ სპეც-ეპიზოდიდან

445
harryptr

„ჰარი პოტერის“ სპეც-ეპიზოდის გადაღებებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ცოტა ხნის წინ კი HBO Max-მა კინოფილმიდან პირველი „თიზერი“ გაავრცელა. ამჯერად კი ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრი ახალი ფილმიდან, რომელსაც სენსაციური უწოდეს. კადრში დენიელ რედკლიფი, ემა უოთსონი და რუპერტ გრინტი.

სიურპრიზი – „ჰოგვორტსში დაბრუნების“ პირველი „თიზერი“ გავრცელდა

ახალი ეპიზოდის გამოსვლა „ჰარი პოტერის“ შესახებ გადაღებული პირველი ფილმის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ფილმში მსახიობები, ფილმის შემოქმედებითი გუნდის წევრები იმ ისტორიებს მოჰყვებიან, რომლებიც მათ სხვადასხვა წლებში, გადასაღებ მოედანზე გადახდათ. ცნობილია, რომ ჯოან როულინგი ფილში არ გამოჩნდება, იქნება მხოლოდ საარქივო კადრები. ახალ სპეც ეპიზოდში მონაწილეობას მიიღებენ ჰელენა ბონემ კარტერი, რალფ ფაინსი, ჯეისონ აიზეკი, გარი ოლდმანი და სხვები. ახალი ეპიზოდის სახელწოდებაა „პარი პოტერი: ჰოგვორტსში დაბრუნება“ და მისი პრემიერა 1 იანვარსა დაგეგმილი.

ვიდეო: დაბრუნება „ჰოგვორტსში“ 20 წლის შემდეგ – „ჰარი პოტერის“ ლეგენდარულ ტრიო ერთიანდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები