LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი რედმეინს მეორე ოსკარს უწინასწარმეტყველებენ (ფოტოები)

263

ლონდონში ედი რედმეინის ახალი ფილმის პრემიერა შედგა. ყველა ელოდება „დანიელის გოგონას“ პრემიერას, რომლის რამდენიმე თრეილერიც მაყურებელმა უკვე იხილა. ამჯერად პრემიერას ლონდონში უმასპინძლეს, სადაც ედი რედმეინი ელეგანტურ კუბოკრულ კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, მას ახლდა მეუღლე ჰანა, რომელიც ასევე ფანტასტიურად გამოიყურებოდა გამჭვირვალე შავ კაბაში.

პრემიერას ბუნებრივია ესწრებოდა ფილმში ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ალისია ვიკანდერი და რეჟისორი ტომ ჰუპერი, სხვა საპატიო სტუმრებთანე ერთად. შეგახსენებთ, რომ „დანიელი გოგონა“ მამაკაცის შესახებ გვიყვება, რომელიც პირველად გაიკეთებს სქესის შეცვლის ოპერაციას. ფილმი 2000 წელს გამოსული ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. კრიტიკოსებმა რედმეინის შესრულებას უკვე მისცეს უმაღლესი შეფასება და არაა გამორიცხული, რომ წინა წლის ოსკაროსანი მსახიობი წელს კვლავ გახდეს ამ ნომინაციის გამარჯვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g