არი ასტერის ახალ ფილმს ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობა დაამშვენებს. ამერიკელი რეჟისორის მომავალი პროექტი, რომელსაც ,,ედინგტონი” ჰქვია, ნიუ-მექსიკოს პატარა ქალაქის შერიფის შესახებ მოგვითრობს, რომელსაც დიდი მისწრაფებები აქვს.
ცნობილი გახდა, რომ კინოსურათში მთავარ როლს, ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს.
გაირკვა ისიც, რომ 37 წლის ფილმმეიკერის მომდევნო ნამუშევარში ასევე: პედრო პასკალი, ემა სტოუნი და ოსტინ ბატლერი მონაწილეობენ.
Eddington-ის გადაღებები 11 მარტს დაიწყო და მაისში დასრულდება. კინოსურათის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.