LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Edison Research კვლევის შედეგებს აქვეყნებს – როგორია პარტიების რეიტინგი

183
საზოგადოებრივი აზრის კვლევა

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის საანგარიშო პერიოდი 10-22 სექტემბერია.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 32%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
  • კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.9%
  • გახარია – საქართველოსთვის – 11.9%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.9%
  • ლეიბორისტული პარტია – 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4.7%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3.6%
  • ჩვენ – დავით ქაცარავა – 0.7%
  • სხვა პარტიები – 0.3%

ამავე კვლევის მიხედვით:

გამოკითხულთა 61%-ს სჯერა, რომ ელექტრონულად ხმის მიცემისას კონფიდენციალურობა სრულად დაცული იქნება;

გამოკითხული მოსახლეობის 85% არ ემხრობა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი;

გამოკითხვაში მონაწილე 87%-ის აზრით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გაუხსნელობით უფლებები ირღვევა;

გამოკითხული მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება;

გამოკითხულთა 71% კი მიიჩნევს, რომ დროა შანსი სხვა პარტიას მიეცეს.

ცნობისათვის, ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით და დაფინანსებით ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g