LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Edison Research: საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე

144
Untitled design

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბეა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 47%-ის აზრით, ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უმუშევრობა – 47%
  • ფასების ზრდა – 45%
  • სიღარიბე – 43%
  • ოკუპირებული ტერიტორიები – 25%
  • ემიგრაცია – 19%
  • განათლება – 18%
  • ნარკოტიკების უკანონო მოხმარება/გავრცელება – 15%
  • ჯანდაცვა – 13%
  • რუსების მიგრაცია საქართველოში – 13%
  • ომი უკრაინაში – 8%
  • ევროინტეგრაცია – 8%
  • კორუფცია – 8%
  • კრიმინალი – 7%
  • გარემოს დაცვის პრობლემები – 3%

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია 

პოპულალურები