LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში

131
უმუშევრობა კაცებიი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3% შეადგინა.

უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.6 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 13.5%-ს და 16.8%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები