LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედრიან ბროუდი ჰარვი ვაინშტაინის ვაჟთან ერთად ხელიხელჩაკიდებული გადაიღეს – ოსკაროსანი მსახიობის იშვიათი გამოჩენა

799
page

ოსკაროსანი მსახიობი, ედრიენ ბროუდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ნიუ-იორკში სეირნობისას მისი მეგობარი ქალის, ჯორჯინა ჩეპმენის 13 წლის ვაჟთან ერთად გადაიღეს.

ახალი ოჯახური იდილია – ედრიენ ბროუდი ჰარვი ვაინშტაინის ყოფილ ცოლთან ერთად ასპენში ისვენებს

53 წლის მსახიობი და მოზარდი მანჰეტენში გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ფოტოგრაფებმა ისინი ხელჩაკიდებულებიც დააფიქსირეს. კადრებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ბროუდისა და ჰარვი ვაინშტაინის ვაჟის ახლო ურთიერთობა, რომელიც არაერთი წელია გრძელდება.

ცნობისთვის, ჯორჯინა და ჰარვი 2017 წელს, ათწლიანი ქორწინების შემდეგ, მას შემდეგ დაშორდნენ, რაც ვაინშტაინის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების არაერთი ბრალდება გასაჯაროვდა.

ჩეპმენმა და ბროუდიმ კი ურთიერთობა 2019 წელს დაიწყეს და მას შემდეგ მსახიობი აქტიურად არის ჩართული მისი პარტნიორის შვილების ცხოვრებაში და მათ მამობას უწევს.

„მან გაიღვიძა და ოთახში ჯეი-ზი და ჰარვი ვაინშტაინი დახვდა“ – ბრალდებების ფონზე, ჯეი-ზი ქვეყანას კერძო თვითმფრინავით ტოვებს? – ეპშტეინის სკანდალური ფაილების მორიგი კასკადი

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები