LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბეჭდების მბრძანებლის“ ორკი ჰარვი ვაინშტაინის მიხედვით შექმნეს

601
Untitledttt

როგორც ცნობილია, „ამაზონი“ „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალზე მუშაობს. გადაღებები ამჟამად ახალ ზელანდიაში მიმდინარეობს.

„ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალის პირველი სეზონის გადასაღებად 465 მილიონი დოლარი დაიხარჯება

სულ ცოტა ხნის წინ, საკულტო ტრილოგიისთვის ვარსკვლავი, ელაიჯა ვუდი დექს შეპარდის გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც  განაცხადა, რომ ფილმში ერთ-ერთი ორკის კოსტიუმი ჰარვი ვაინშტაინის სახის მიხედვით შექმნეს.

შეგახსენებთ, ჰარვის წინააღმდეგ გამოძიება 2017 წელს დაიწყო, ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა, საბოლოოდ, ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, ტოლკინის წიგნებზე საავტორო უფლებები ჰარვი ვაინშტაინის სტუდია „მირამაქსს“ ეკუთვნოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები