LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალის პირველი სეზონის გადასაღებად 465 მილიონი დოლარი დაიხარჯება

219
page

როგორც ცნობილია, „ამაზონი“ „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალზე მუშაობს. გადაღებები ამჟამად ახალ ზელანდიაში მიმდინარეობს.  ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ სეზონზე დაახლოებით 464,2 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება და 650 მილიონამდეც შეიძლება გაიზარდოს, რაც დაგვეთანხმებით, ნამდვილად კოლოსალური თანხაა.

შრამები, წვრილი თვალები, გამოწეული ყურები და საინტერესო ფორმის ცხვირი – „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალისთვის მსახიობებს ეძებენ

„ეს ყველაზე მასშტაბური სერიალი იქნება, რაც კი ოდესმე გადაღებულა“, – ვარაუდობენ ექსპერტები.

ცნობისთვის, სიუჟეტი ჯ.რ.რ. ტოლკინის წიგნებსა თუ პიტერ ჯექსონის ამავე სახელწოდების ფილმებში ნაჩვენებ ისტორიამდე ათასწლეულებით ადრე ვითარდება.

რაც შეეხება სამსახიობო გუნდის ძირითადი შემადგენლობას, სერიალში რობერტ არამაიოს, ჯოზეფ მოულის, მორფიდ კლარკსა და სხვებს ვიხილავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები