როგორც ცნობილია, ახალ ზელანდიაში საკულტო ფილმის „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალს იღებენ. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობების შერჩევა უკვე დაიწყო.
„ვისაც აქვს სახის დამწვრობა, შრამები, გამოწეული ყურები, საინტერესო ფორმის ცხვირი, წვრილი თვალები ან რაიმე დეფექტი, გამოგვეხმაურეთ, გვჭირდება არაოდინალური გარეგნობის ადამიანები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რეჟისორ პიტერ ჯექსონის ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“ 2001-2003 წლებში გამოვიდა და კინემატოგრაფიაში დიდი გადატრიალება მოახდინა.