LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ სეზონში 20 სერია იქნება – „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

292
page

ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავი კინოპროექტი დაპაუზდა, მათ შორის, ისეთი მასშტაბური გადაღებები, როგორიც საკულტო ფილმის „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალია. თუმცა, ახლახანს სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ, სადაც გადაღებები მიმდინარეობს,  ქვეყნის ტერიტორიაზე ამაზონის“ სერიალის გადაღების ნებართვა გასცა.

უკანასკნელი ინფორმაციით,  გადამღები ჯგუფი სერიალის მეორე ეპიზოდზე მუშაობს. რაც შეეხება სიუჟეტს, მოვლენები პიტერ ჯექსონის ორიგინალ ტრილოგიამდე 3000 ათასი წლით ადრე ვითარდება.

სერიალის გამოსვლა 2022 წელს იგეგმება,  ცნობისთვის, „ამაზონი“ სერიალის 5 სეზონი გადაღებას გეგმავს, პირველ სეზონში 20 სერია იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, მსახიობების ქასტინგი ივნისში გამოცხადაა, „ვისაც აქვს სახის დამწვრობა, შრამები, გამოწეული ყურები, საინტერესო ფორმის ცხვირი, წვრილი თვალები ან რაიმე დეფექტი, გამოგვეხმაურეთ, გვჭირდება არაოდინალური გარეგნობის ადამიანები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შრამები, წვრილი თვალები, გამოწეული ყურები და საინტერესო ფორმის ცხვირი - „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალისთვის მსახიობებს ეძებენ

რეჟისორ პიტერ ჯექსონის ტრილოგიაა „ბეჭდების მბრძანებლ“ 2001-2003 წლებში გამოვიდა და  ისნპირაციის წყარო უამრავი ფილმისთვის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები