LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ პერის ავტობიოგრაფიული წიგნი „ამაზონის“ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა

194
page

მეთიუ პერის ავტობიოგრაფიული წიგნი Friends, Lovers, and the Big Terrible Thing ამერიკული და ბრიტანული „ამაზონის“ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა. სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბესტსელერმა გაყიდვებით ბრიტნი სპირსის გახმაურებულ მემუარებს, „ქალი ჩემში“ გადაასწრო, რომელიც ამ დრომდე ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო.

შეგახსენებთ, პერის ავტობიოგრაფია 2022 წლის 1 ნოემბერს გამოვიდა.

მსახიობი მემუარებში ძირითადად ნარკოდამოკიდებულებასთან და დეპრესიასთან ბრძოლის შესახებ საუბრობდა.

„ჩვენ ოჯახი ვიყავით, როცა შეგვეძლება, გაცილებით მეტს ვიტყვით“ – „მეგობრების“ პირველი განცხადება მეთიუ პერის გარდაცვალების შესახებ

სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესის სახლის აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პერის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგაც ვერ დადგინდა. ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილას არც ნარკოტიკები იყო აღმოჩენილი.

„ის სრულიად მარტო იყო“ – ინტერნეტსივრცეში მეთიუ პერის უკანასკნელი ფოტოები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები