LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი კვირიანი კომა, 14 ოპერაცია და 15 სარეაბილიტაციო კურსი – მეთიუ პერი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

148
Untitled.pngsdfsdfs

საკულტო სერიალის, „მეგობრების“ ვარსკვლავმა, მეთიუ პერიმ გამოცემა people-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე პირველად ალაპარაკდა და საზოგადოებას გაანდო, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა მასზე ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ.

ის ამბობს, რომ ერთი კვირა კომაში იყო და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. მან კუჭ-ნაწლავზე 14 ოპერაცია გადაიტანა, და 15 სარეაბილიტაციო კურსიც ჩაიტარა. ეს მოხდა 4 წლის წინ, როდესაც მას მსხვილი ნაწლავი გაუსკდა და გადარჩენის შანსს სულ რაღაც 2%  შეადგენდა.

„მომინდა ყოველივე ამის გაზიარება, რადგან ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამით ბევრ ადამიანს დავეხმარო. მე 55 დოზა ვიკოდინს ვიღებდი და 58 კილოგრამამდე დავიკელი. ამ დროს კი ჩემი დაავადება სულ უფრო და უფრო რთულდებოდა“, – იხსენებს მეთიუ.

მეთიუ პერიმ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებებიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა – ახალი დეტალები

ფოტო: ჯულია რობერტსის „მეგობრებში“ გამოჩენა მეთიუ პერის დამსახურებაა

„მე დაქორწინება გადავწყვიტე, პლანეტის უმშვენიერეს ქალბატონს ვხვდები“ – „მეგობრების“ ვარსკვლავი მეთიუ პერი დაინიშნა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები