ყველასათვის საყვარელი კომედიური სერიალის, „მეგობრების“ ვარსკვლავი, 51 წლის მეთიუ პერი დაინიშნა. მისი რჩეული 29 წლის მოლი ჰარვიცია. აღსანიშნავია, რომ წყვილის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში გასაჯაროვდა.
„მე დაქორწინება გადავწყვიტე, პლანეტის უმშვენიერეს ქალბატონს ვხვდები“ – განაცხადა მეთიუმ.
მსახიობის საცოლე მენეჯერი და პროდიუსერია. ტაბლოიდების ცნობით, მოლი მეთიუს მაშინ ედგა მხარში, როდესაც მსახიობს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება და ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.