LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ოჯახი ვიყავით, როცა შეგვეძლება, გაცილებით მეტს ვიტყვით“ – „მეგობრების“ პირველი განცხადება მეთიუ პერის გარდაცვალების შესახებ

268
page

როგორც ცნობილია, სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესის სახლის აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამ დრომდე არ წყდება პერის სახლთან მისი ფანებისა და მეგობრების ნაკადი.

„ის სრულიად მარტო იყო“ – ინტერნეტსივრცეში მეთიუ პერის უკანასკნელი ფოტოები ვრცელდება

მეთიუს გარდაცვალებას ყველასათვის საყვარელი შოუს, „მეგობრების“ ხუთეული გამოეხმაურა. ჯენიფერ ენისტონმა, მეთ ლებლანკმა ლიზა კუდროუმ, კორტნი კოქსმა და დევიდ შვიმერმა საერთო განცხადება გაავრცელეს.

„განადგურებულები ვართ მეთიუს დაკარგვით. ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე მხოლოდ შოუს მსახიობები. ჩვენ ოჯახი ვიყავით.  ძალიან ბევრი რამის თქმა გვინდა, მაგრამ ახლა უბრალოდ დრო გვჭირდება გლოვისა და ამ წარმოუდგენელი დანაკარგის გასაცნობიერებლად. როცა შეგვეძლება, გაცილებით მეტს ვიტყვით“, –  ნათქვამია განცხადებაში.

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობისთვის, პერის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგაც ვერ დადგინდა. ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილას არც ნარკოტიკები იყო აღმოჩენილი. გარდაცვალების დღეს პერი ორი  საათის განმავლობაში ქალაქგარეთ, პიკლბოლს თამაშობდა. ვარსკვლავის სახლში დაბრუნებულმა ასისტენტმა პერი გარდაცვლილი აღმოაჩინა და 911-ში დარეკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები