დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ არ შეიძლება ღამის კლუბების შედარება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებთან, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ახალი შტამი – “ომიკრონი” გამოჩნდა.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ კლუბ “ბასიანზე” საუბრისას განაცხადა.
“რა შეიძლება ამას დავარქვათ? – არის ასეთი გამოთქმა – ღრეობა, შავი ჭირი. ძალიან რთულია ამის შედარება რესტორანთან და ღია სივრცესთან არ შეიძლება. საქართველო მთვარეზე ხომ არ არის? ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან რთულია ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია.
საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების წარმომადგენლებთან არავითარი შეთანხმება არ ყოფილა გახსნაზე, მიმდინარეობდა მუშაობა, რომ ის პირობები ყოფილიყო, რომელის შემდეგაც კლუბები მუშაობას დაიწყებდნენ. მაგრამ მათთვის არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ და არავინ ომიკრონი გამოჩნდა. კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში გამართულ ღონისძიებასთან? ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან თუ რა ხდება. დახურულ სივრცეში რომ 2 000 კაცი ერთად ცეკვავს – კარგით რა,”- განაცხადა პაატა იმნაძემ “რუსთავი 2”-თან.